Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გახდა „ევროპელების“ და „ნაციონალების" დაპირისპირების მიზეზი

14 ოქტომბერი, 2019 15:59

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სავარაუდოდ, ახალი დაპირისპირება დაიწყო.  საქართველოს მესამე  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და „ფეისბუქზე“ სტატუსი დაწერა: „გამარჯვება „ქოცებზე“ და „ევრო-ქოცებზე“ მალე საქართველოში".

მიხეილ სააკაშვილს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე  გამოეხმაურა და განაცხადა,  რომ სამწუხაროა, თუ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე.  მათი პარტიის ინტერესშია, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს, რაც „ნაციონალების“ პათოსში არ ჩანს.

„როგორც ჩანს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ეს  განცხადებები გიგა ბოკერიას კრიტიკით იყო განპირობებული, რომელიც  „ნაციონალური მოძრაობის“ და მის მიმართ იყო გამოთქმული. სამწუხაროა, თუ  სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ მხოლოდ ტალახის სროლას ვხედავთ. მისი მხრიდან მხოლოდ  ცილისწამება და ბრალდებები გვესმის“, - აცხადებს ბაქრაძე.  

მისივე თქმით, ოპოზიციას  ერთიანობა სჭირდება  და ეს იქნება გადამწყვეტი ხელისუფლების დამარცხებაში. „ივანიშვილის ინტერესია გამოაჩინოს პროცესები ისე, თითქოს საქართველოში არის ორი არჩევანი: ივანიშვილი და სააკაშვილი და სწორედ ამ ორი არჩევანის პირობებში აპირებს მოგებას".  ამიტომ ბაქრაძე ფიქრობს, რომ  მოსახლეობამ უნდა იცოდეს, არჩევანი არის ბევრად მეტი, ესაა სრული ოპოზიციური სპექტრი და ამ სპექტრში გამორჩეული ადგილი  „ევროპულ საქართველოს" უკავია.    

რომან გოცირიძე „ლიბერალთან“ დავით ბაქრაძის და „ევროპული საქართველოს“ განცხადებებს აფასებს. გოცირიძის    თქმით, ეს განცხადება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოზიდვის მცდელობაა. მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ „ევროპელები“ ყოველთვის „ნაციონალური   მოძრაობის“  სატელიტებად ითვლებოდნენ, ახლა მათ  საკუთარი თავის საზოგადოებაში ამ ფორმით წარმოჩენა გადაწყვიტეს.  

„ახლა არჩევნები მოდის და ყველა ბიუჯეტიდან ფულის გატაცებას და დატაცებას ეცდება. „ევროპული საქართველოს“ განცხადება მიმაჩნია, რომ უფრო პოლიტიკური თამაშია. ყველამ კარგად იცის, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები საკუთარი ქულების დასაწერად და ამომრჩევლის მისამხრობად სხვადასხვა ტაქტიკას მიმართავს. „ევროპელები“ ახლა ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით საზოგადოებაში  მუსირებული აზრი, რომ „ნაციონალების“ სატელიტები არიან გააბათილონ. არ მგონია, რომ ოპოზიციას შორის ეს წყალგამყოფი საკითხი გახდება, ყველას თავისი აზრი და მოსაზრება გააჩნია. თუმცა ორ ფრონტზე თამაში ძალიან რთული იქნება. ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს. ის რომ ვიღაც პოლიტიკოსია ან მაღალ თანამდებობაზე იყო არ უნდა დაისაჯოს, არასწორი მიდგომაა“, - აცხადებს გოცირიძე.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^