Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა „ანაკლიის კონსორციუმთან" დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

15 ოქტომბერი, 2019 17:15

დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობისთვის სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის ვადა ეწურება, რომელიც ინვესტორის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას დაადასტურებს. ასევე, კონსორციუმმა უნდა წარადგინოს წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებას ეხება. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ უკვე გააფრთხილა და მოუწოდა, რომ დღის ბოლომდე სავალდებულო დოკუმენტი წარადგინონ. ცქიტიშვილი ამბობს, რომ  შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება “მოშალოს".

„15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება - უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მლნ-ის ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებიდან 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. მეორე ვალდებულებაა, წარადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომელიც იქნება მისაღები მთავრობის ნაწილში საქართველოს მთავრობისთვის“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ჩამოთვლილი შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას.

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კონსორციუმმა წარადგინა ხედვა და მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. თუმცა ახვლედიანის შეფასებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დღევანდელი ბრიფინგი მთავრობის განწყობას აჩვენებს.

„დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსორციუმს ახლაც ჰყავს ინვესტორები, ვინც კვლავ მზად არის პროექტში ფული ჩადოს. ჩვენ და ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით, რომ მოგვეძია და მობილიზება გაგვეკეთებინა ინვესტორების, რომლებიც დღესაც კი მზად არიან, რომ ინვესტიცია განახორციელონ ამ პროექტში.

რაც შეეხება დოკუმენტების წარდგენას, არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ ვაპირებთ. ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ, მაგრამ დღეს, 12:00 საათზე გამართული ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, რეალურად რა განწყობა აქვთ მათ. იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა მთავრობას ჩვენი ეს განწყობა და გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარში, კიდევ ერთხელ ხდება ამ პროექტის ძალიან ნეგატიური დაკნინება და ხელისშემშლელი პირობების წაყენება“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, თუ მთავრობა ხელშეკრულებას გაწყვეტს, აღნიშნულ პროექტში მაღალი რეპუტაციის მქონე არც ერთი ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და კონსორციუმი იურდილ დავას დაიწყებს.  

ცქიტიშვილი წერილის მიღებას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო, არ შეიცავს პორტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხედვებს და გეგმებს. მისივე თქმით, სახელმწიფოს შეზღუდული აქვს უფლება გაასაჯაროოს წერილის წინაარსი, თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, კონსორციუმმა წერილთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და შეცდომაში შეიყვანა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^