Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშობიარე ქალის და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

15 ოქტომბერი, 2019 18:17

ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზად სამედიცინო პერსონალის გადაცდომა სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაუფრთხილებლობით, ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას ფაქტზე დაიწყო. შემთხვევას სწავლობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც. პაციენტის მიმღებ ექიმებს სამედიცინო საქმიანობის უფლება, გამოძიების დასრულებამდე, დროებით შეუჩერდეთ.

შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორის, კახა ხელაძის განცხადებით, კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობდა ასეთი რთული შემთხვევების მართვას. „ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა“, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები დამნაშავე ექიმების დასჯას მოითხოვენ. გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალმა პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. „სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი დღეს გარდაიცვალნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას" - თბილისუ ...

„მინდა ვუთხრა ე.წ. „ქართულ ოცნებას", რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგე ...

საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დატოვა. მისი თქმით, ის ასევე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ...
^