Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძეს არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია - კალაძე

16 ოქტომბერი, 2019 14:30

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ეჭვი ეპარება მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს. კალაძის თქმით, ხაზარაძეს ამის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობები არ აქვს. 

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას მივესალმები. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დემონსტრირება გააკეთოს და ყველას დაუდასტუროს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პორტი და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები",- განაცხადა კალაძემ.

კალაძე ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებები აბსურდია და მის ადგილას მას ამის გამო შერცხვებოდა.

„სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია“, - აცხადებს კალაძე.  

მისივე თქმით,  ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული - ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს. ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ჯდება. 

„ერთი შედარება შემიძლია გავაკეთო როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა", - განაცხადა კალაძემ. 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე კახი კალაძის განცხადებას „ტვ პირველის“ ეთერით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალაქის მერი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, რაც მას ძალიან ცუდად წარმოაჩენს.

„ადამიანის შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენო, რომ რაღაც გეწყინა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის საქციელს არ გავს. ეს არ არის სწორი, რაც ჩვენს მიმართ ხდება. წელიწად ნახევარია პირადი შეურაცხყოფა კი არა პირდაპირ ზეწოლაზე არიან გადმოსულები. რაც შეეხება ანაკლიას და ვადის გაგრძელებას, ყველას ამოცანა უნდა იყოს, იქნება ეს მთავრობა, ოპოზიცია თუ თავად კონსორციუმი, რეალურად ამ პროექტის განხორციელება მოხდეს და ხელის შემშლელი ყველა გარემოება გამოირიცხოს.  ამ ყველაფერზე ჩემს პირად შეფასებას არ გავაკეთებ, მაგრამ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ პირად ანტიპატიაზე, რაღაც სხვა დავალებაზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, კალაძის კრიტიკული შეფასებები ხაზარაძის მიერ  „მთავარ არხზე“ გაკეთებულმა  განცხადებამ გამოიწვია. როგორც ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად შეხვედრისას უთხრა, თუ „რა უნდოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში".

„ბიძინა ივანიშვილს მის რეზიდენციაში შევხვდი.  საუბარი  ძალიან მძიმედ დაიწყო და მითხრა, რომ შევეშვათ ანაკლიას. ივანიშვილი მეუბნება, რომ  შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში.  თავიდან მეგონა, რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე.

თუმცა მერე  მითხრა, ამ პროექტს მხარი იმიტომ დავუჭირე, გიორგი კვირიკაშვილი  პრემიერად რომ დავნიშნე გამაგრებულიყოვო, რაღაც სალაპარაკო ხალხთან უნდა გვქონოდაო. ახლა  ძალიან ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო. ვკითხე, ხალხს რა ვუთხრათ-მეთქი, მიპასუხა, ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა.

გუშინვე, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე კონსორციუმის შუალედური ვალდებულებები განმარტა და განაცხადა, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

მოგვიანებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმს მთავრობისთვის პროექტთან დაკავშირებით წინადადება უკვე წარდგენილი ჰქონდა და არანაირი დოკუმენტის წარდგენას აღარ აპირებდა.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს

უმრავლესობას ზვიად ძიძიგურიც ტოვებს.  ამის შესახებ   ზვიად   ძიძიგურმა   სპეციალურად ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას" - თბილისუ ...

„მინდა ვუთხრა ე.წ. „ქართულ ოცნებას", რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგე ...

საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენ ...
^