Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქიმიძე და დვალი „რუსთავი 2“ დასაბრუნებლად სამოქალაქო დავას იწყებენ

17 ოქტომბერი, 2019 17:50

„რუსთვი 2-ის“ დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად, პროკურატურაში აღძრული დავის პარალელურად, "მეორე ფრონტი" სასამართლოში აღძრეს, სადაც დღეს მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე სამოქალაქო სარჩელი შეიტანს. კოჟორიძის  განცხადებით, მათი სტრატეგია ორიგინალურობით არ გამოირჩევა და ზუსტად იმეორებს იმ არგუმენტაციას, რომელმაც  მათ პროცესუალურ მოწინააღმდეგეს - ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2-ის" საკუთრებასთან დაკავშირებული საქმე, ჯერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოაგებინა. „ეს იქნება ის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებული იქნება მის წინააღმდეგ.. მოსამართლეს ექნება მხოლოდ ორი არჩევანი: ან დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი, ან უარყოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“, - აცხადებს ადვოკატი.

ძირითადი არგუმენტი, რაზეც მოსარჩელეები აპელირებენ, რუსთავი 2-ის წილების დათმობისას განხორციელებული იძულების ფაქტორია. კახა კოჟორიძის განცხადებით, ხალვაში სარჩელში უთითებდა, რომ მის მიმართ გამოყენებული იძულება იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რასაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატაც დაეთანხმა. "ეს „თანხმობა“ გადმოგვაქვს ჩვენ სარჩელში - რადგან თუ ყველასთვის ცნობილია, რომ ხალვაშს „რუსთავი 2“ წაართვეს, მით უმეტეს ყველამ იცის, რომ იგი პირველ რიგში წაართვეს მის დამფუძნებლებს.

წილების დათმობა, რომ დამფუძნებელთა ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, ამის დასტურად ადვოკატი პროკურატურაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან განხორციელებულ იძულების ფაქტზე აღძრული საქმე მოჰყავს, სადაც დვალი და აქიმიძე დაზარალებულებად არიან ცნობილნი. "..პროკურატურაც გვეთანხმება, რომ ამ ადამიანებს იძულებით დაათმობინეს საკუთრება. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომ ვიბრძოლოთ და ვითხოვთ ერთადერთ რამეს - სამართლიან სასამართლოს.

კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაში, მაღალი ალბათობით დანაშაულის სქემის მონაწილე იყო და იგი ტელევიზიის  კეთილსინდისიერ შემძენად ვერ ჩაითვლება. 

ადვოკატის ვერსიით, 2004 წელს, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ, ჯერ პაატა კარსენიძის და შემდეგ ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმებას წინ უძღვოდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან ორგანიზებული შეტევა. ეს გამოიხატებოდა თვალთვალში, შანტაჟში, მათი საკუთრების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში, რის შედეგადაც „რუსთავი 2-ს“ ხელოვნურად აჰკიდეს ვალები და ხელვნურად დაიწყო კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება. დავთ დვალისა და ჯარჯი აქიმიძის უსაფრთხოებას და ქონებას შეექმნათ რეალური საფრთხე. 

კოჟორიძის  განცხადებით, ქიბარ ხალვაში იყო იმდროინდელ  ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, მეგობრობდა გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებთან, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილთან. ხელისუფლების ინტერესი იყო ტელეკომპანია გადაფორმებულიყო მათთვის სანდო ადამიანზე და მაშინ ასეთ ადამიანად ჩაითვალა ქიბარ ხალვაში. ადვოკატის ინფორმაციით, სარჩელში არის , ხალვაშის მიერ, გამოძიებისთვის 2014 წელს მიცემული ჩვენება: სადაც მოწმე აღნიშნავს, რომ “რუსთავი 2“-ის 7 მილიონად გაყიდვის შესახებ შეიტყო ირაკლი ოქრუაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრაზე. იგი მიუთითებს, რომ ამ თანხიდან მილიონ 200 ათასი გადასცა ირაკლი ოქრუაშვილს, ხოლო 4 მილიონი გადასცა ივანე მერაბიშვილს.

„როგორ არის ხალვაში კეთილსინდისიერი მყიდველი, როდესაც საფასურს გადასცემს შინაგან საქმეთა მინისტრს?“ - კითხვას სვამს ადვოკატი.  

კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო სარჩელის აღძვრისთვის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული და ამის არგუმენტად, კვლავ, ქიბარ ხალვაშის სარჩელზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პრეცენდენტი მოჰყავს. სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, იძულებით დადებულ ხელშეკრულების გასაჩივრებისთვის ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადაა დადგენილი, ხოლო ეს ვადა იძულების ფაქტის დასრულების მომენტიდან აითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ხალვაშის საქმეზე წილების დათმობა მოდა 2006 წელს,  დიდი პალატა ეთანხმება მის პოზიციას, რომ ხანდაზმულობის ვადა არ ჩაითვლება გასულად, რადგან მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან იძულება ხორციელდებოდა 2012 წლის ოქტომბრამდე. ხანდაზმულობის ვადის ათვლა კი პროკურატურაში საჩივრის შეტანის შემდეგ შეწყდა.  

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტი ხელსაყრელია მათი პოზიციის გასამყარებლად, რადგან მოცემულ შემთხვევაშიც, ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელთა წარმომადგენლებმაც დვალი და აქიმიძე იძულებული გახადეს დაეთმოთ საკუთრება და ეს ზეწოლა მათთან მიმართებაშიც 2012 წლის ოქტომბრამდე გრძელდებოდა. 

დავით დვალის განცხადებით, ვიდრე სტრასბურგის სასამართლომ არ დაადასტურა, რომ სარჩელის შეტანის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, სწორია, მათი მხრიდან გასაჩივრება აზრს მოკლებული იყო. ხოლო როდესაც დავრწმუნდნენ, რომ ხანდაზმულობის ვადა შეჩერებული იყო, მოქმედებისთვის ახალი სამართლებრივი გზა გაეხსნათ. 

რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისამართით მოწოდებაც გაავრცელეს. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მიმართავენ ხელისუფლებას და „ქართლი ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ ხელი არ შეუშალონ მათ მიერ წამოწყებულ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ხოლო „ვარდების რევოლუციის“ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა მმართველობის პერიოდშიც ჩამოერთვათ „რუსთავი 2“, მოუწოდებენ, ახლა მაინც აღიარონ მათ მიმართ დაშვებული შეცდომა და მხარი დაუჭირონ ქვეყანაში მედიაგარემოს გაუმჯობესებას.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია მიიჩნევს რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ და იგი ხანდაზმულია, და სამოქალაქო დავა  2014 წლამდე უნდა მოეხდინათ.

„განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი", - აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში „რუსთავი 2-ის“ წილების იძულების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე  2012 წელის აღიძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. 2015 წელს დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულებად იქნენ ცნობილნი, თუმცა ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ. სისხლის სამართლის საქმეზე დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურაში გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^