Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლავროვთან შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო - დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი, 2019 17:24

საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანი  პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, უსმენენ. ზალკანიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან  შეხვედრის მთავარი მოტივი ბორდერიზაციის მძიმე ტალღა გახდა, რომელიც აგვისტოს დასაწყისში დაიწყო.   მისივე თქმით,  შეხვედრა შვეიცარიის ინიცირებით და ორგანიზებით მოხდა. 

„მნიშვნელოვანი მოტივაცია, რამაც ჩემი ლავროვთან შეხვედრა განაპირობა, გახლდათ ის ძალიან მძიმე ტალღა უკანონო ბორდერიზაციის, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და ამ ხნის მერე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა, როგორც გუგუტიანთკარში, ისე ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ როგორც მაშინ, ისე დღესაც ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“, - განაცხადა ზალკალიანმა.      

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის ფორმატის შესაძლო გაუქმების შესახებაც ისაუბრა.  მისი  თქმით, ჟენევის ფორმატის გაუქმება არ იგეგმება და აღნიშნული ფორმატი უალტერნატივოა. 

„არსებობდა მითქმა-მოთქმა, თითქოს ჟენევის ფორმატი იცვლება. იქ დადასტურდა, რომ ფორმატი უცვლელი რჩება. ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს. მეორე საკითხია, რამდენად პასუხობს არსებულ მოთხოვნებს და ამოცანებს, თუმცა საჭიროა ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, რათა ფორმატი უფრო ქმედითი გახდეს“, - აცხადებს მინისტრი.       

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^