Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თადუმაძე დიპლომზე: ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ

18 ოქტომბერი, 2019 10:52

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოქმედი გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე გამართული დისკუსიის სამართლებრივი შეფასების ჭრილში გადაყვანასა და შესაძლო ყალბი დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ამ ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს თავად შალვა თადუმაძე. მისი განცხადებით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წელიწადნახევარია, რაც ერთი და იგივე განცხადებას ავრცელებენ, თუმცა მისი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი გააჩნიათ. „ამიტომ ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“ განაცხადა გენერალურმაპროკურორმა.

კოალიციის წევრთა შეფასებით, 9 ოქტომბერს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განმარტებებმა, მისი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.

გენერალური პროკურორის ინფორმაციით, დიპლომში ინსტიტუტში ჩაბარების წელი არასწორადაა მითითებული, რადგან 1993 წელს მოცემული სასწავლებელი საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, ცხადია, რომ შალვა თადუმაძე სწავლას 1993 წელს ვერ დაიწყებდა, რაც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის ეჭვს დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით კი დასჯადია არამარტო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, არამედ მისი  გამოყენებაც - აცხადებენ კოალიციაში.

კოალიციის წევრებისთვის ბუნდოვანია, კანდიდატის განმარტება იმის თაობაზე რომ „განათლების შესახებ” კანონში 1997 წელს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ინსტიტუტი ექსტერნატის ფორმით 1998 წელს დაამთავრა, რაც სასწავლო დაწესებულებამ დიპლომში 1993 წელს სწავლის დაწყების ფორმით ასახა. „სწავლის დაწყების თარიღად სასწავლებელმა დოკუმენტში რატომ მიუთითა ის წელი, როდესაც ის საერთოდ არ იყო რეგისტრირებული, ხოლო დიპლომში ექსტერნად დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ გააკეთა“ კითხვას სვამენ კოალიციის წევრები.

კოალიციის განცხადებითვე, კანონის თანახმად, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის, არამედ პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისათვისაც, ხოლო შესაბამისი განათლების არქონა გენერალურ პროკურორს არაუფლებამოსილ პირად ხდის, ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს შეიძლება იწვევდეს გენერალური პროკურორის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებთან დაკავშირებით.

"გარდა სამართლებრივი შედეგებისა მსგავს შემთხვევას შესაძლოა მძიმე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. როდესაც ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა შეიძლება ეკავოს პირს,რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ეს თანამდებობა შესაძლოა ყალბი დოკუმენტის გამოყენების შედეგად ქონდეს დაკავებული, ამან შესაძლოა გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მთლიანად პროკურატურის ინსტიტუტს".

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე კოალიციას მიაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით და ვიდრე ეს პროცედურა არ დასრულდება პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს თადუმაძის კანდიდატურას. ამასთან მოუწოდებენ პარლამენტს, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით გადაამოწმოს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა, ხოლო თუ პარლამენტი გენერალური პროკურორის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^