Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამ ეტაპზე პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარების აუცილებლობა არ არის - შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი, 2019 11:49

დღეს თბილისში საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გაიმართა, რომელმაც საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები უნდა აირჩიოს. კონფერენციის დაწყებამდე გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. თადუმაძე ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა დადგება, კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ამ ეტაპზე პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარების აუცილებლობა არ არის. ვნახოთ, გამოძიება მიდის. გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის“, - განაცხადა თადუმაძემ.

გენერალურ პროკურორს ჟურნალისტებმა „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტზეც ჰკითხეს. სიუჟეტის მიხედვით, პროკურორის მეუღლე ქმრის გავლენების დახმარებით კონკრეტულ ადამიანებს ლობირებს.

„ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა. მე გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას და აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თქვენს სიუჟეტს შვიდი წელია ვუყურებ და მე მგონი, მეტი სიუჟეტი თქვენ არ გაქვთ, იმიტომ, რომ თქვენ იგონებთ რაღაც ამბებს. მე ხუთი წლის უკან გენერალური პროკურორი არ ვიყავი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თადუმაძემ, საპროკურორო საბჭოს ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ წევრებს რჩევა მისცა: „ჩემი გამოცდილებით გეტყვით,  შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ - განაცხადა მან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^