Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იხურება

18 ოქტომბერი, 2019 14:37

წალკის რაიონის დაბა ბედიანში მდებარე ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იხურება. ამის შესახებ ინფორმაციას „ლიბერალს“ იქ მომუშავე პერსონალი და ადგილობრივი მოსახლეობა აწვდის. დილიდან ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. ადგილობრივები საავადმყოფოს დახურვას და მის ნარკოლუგიურ ცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საავადმყოფოს ბენეფიცარების გაყვანის უფლებას მის დირექტორს გიორგი გულაშვილს არ მისცემენ. მათ ადგილზე მორები მიიტანეს, რათა დაწესებულებიდან პაციენტების ავტომობილებით გაყვანა ვერ შეძლონ.

„ლიბერალთან“ საუბარში ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომელი გელა სანაია ჰყვება, რომ ისინი საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მოუატყუა და უთხრა, რომ დაწესებულების დახურვა აღარ იგეგმებოდა, თუმცა დახურვის შესახებ გუშინ შეიტყვეს, როდესაც უკვე პაციენტებს გადასაყვანად ამზადებდნენ.

სანაიას თქმით, საავადმყოფოში 150-მდე პაციენტი მკურნალობს. მათ ნაწილს სახლებში გაწერენ, ხოლო ვისაც მეურვე არ ჰყავს მკურნალობას ხონის და სხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში განაგრძობენ.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი გიორგი გულაშვილი თანამშრომლებს, 6 თვიან უხელფასო შვებულებაში უშვებს. სანაია ამბობს, რომ 13 წელია ამ საავადმყოფოში მუშაობს და ადგილობრივების შემოსავლის წყარო მხოლოდ ეს დაწესებულებაა. ამიტომაც მისი დახურვით მთელი სოფელი თითქმის ლუკმაპურის გარეშე რჩება. მათ არ იციანი ნარკოლოგიური ცენტრის გახსნის შემდეგ მათი დასაქმება მოხდება თუ არა.

„ადგილზე საკმაოდ რთული სიტუაციაა. ფსიქიატრიულის დირექტორმა გიორგი გულაშვილმა უბრალოდ მოგვატყუა. ჯერ გვითხრა, რომ არ იხურებაო, გუშინ კი ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ნორმალურ პასუხს არავინ გვცემს, პერსონალს რა ბედი გვეწევა. 13 წელია აქ ვმუშაობ, მთელი სოფელი ამ დაწესებულებიდან სულდგმულობს. გვეუბნებიან, რომ 6 თვიან უხელფასო შვებულებაში გვიშვებენ. საავადმყოფოს გასასვლელი ჩავხერგეთ, პოლიციაც აქ არის.

მოიყვანეს ავტობუსები და ბენეფიციარების გადაყვანა უნდათ. 150-მდე ადამიანია. აქედან ნაწილს ვისაც მეურვე ჰყავს გაწერენ, ვისაც არა ხონის ან სხვა დაწესებულებებში გადაიყვანენ. აქ ხალხი შიმშილით ამოწყდება, ჩვენი შემოსავლის წყარო მხოლოდ ეს საავადმყოფოა. გვეუბნებიან, რომ ნარკოლოგიური ცენტრი უნდა გახსნან, არც ის ვიცით იქ ჩვენ დაგვასაქმებენ თუ არა. თანაც მის გახსნას დრო უნდა. გაგვაგებინონ, რატომ გახდა საჭირო ამ დაწესებულების დახურვა. სოფლის გამგებელი ზვიად ხაფავა ცდილობს დირექტორთან საუბარს, მაგრამ არაფერი ვიცით ჯერ მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ საავადმყოფოს ბენეფიციარებს აქედან არ გავუშვებთ“, - აცახდებს სანაია .

სოფელ დაბა ბედიანის რწმუნებული ზვიად ხაფავა „ლიბერალთან“ ადასტურებს, რომ ადგილობრივებს სიტუაციის  გარკვევაში ეხმარება. რწმუნებული ამბობს, რომ  ფსიქიატრიულის ნარკოლოგიურ ცენტრად გადაკეთების შესახებ ინფორმაცია მანაც გუშინ შეიტყო. ხაფავას თქმით, ის დირექტორს ესაუბრა, რომელმაც კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან დაამყარა და დაპირდნენ, რომ პასუხისმგებელი პირები ბედიანში მომავალ კვირაში ჩამოვლენ. ხაფავა ამბობს, რომ ნარკოლოგიური ცენტრის გაკეთებას ერთი წელი სჭირდება, რადგანაც წალკაში ცივი ზამთრის გამო შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა გაკეთდეს. ასევე, ადგილობრივებმა ზუსტად არ იციან მოხდება თუ არა მათი იქ დასაქმება.

„ადგილზე სიტუაცია რთულია. ვცდილობ  დირექტორისგან გარკვეული ინფორმაცია მივიღო. არაფერი არ ვიცით, უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ დღეს ავტობუსები მოიყვანეს და ბენეფიციარების გადაყვანა სურთ. დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროში დარეკა და უთხრეს, რომ ადგილობრივებთან გასასაუბრებლად მომავალ კვირაში ჩამოვლენ. მთელი სოფელი  თითქმის ამ დაწესებულებაში მუშაობს, ამიტომაც მისი დახურვით არც თუ სახარბიელო სიტუაცია შეიქმნება. ვცდილობ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ. თანაც ადგილობრივებს ნარკოლოგიური ცენტრის გახსნის ეშინიათ. მოკლედ ინფორმაცია არა აქვთ და ამ შიშის მიზეზიც ეს არის. ფიქრობენ, რომ სოფლის ცენტრში ნარკოლოგიური არ უნდა იყოს. ესეც ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. არ ვიცი როგორ განვითარდება სიტუაცია, ვცდილობ, რომ რაღაც მოგვარდეს და ადგილობრივებს ვიღაცამ უფრო მეტი აუხსნას“, - აცახდებს სოფლის რწმუნებული.

„ლიბერალი“ ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დიერქტორს  გიორგი გულაშვილს დაუკავშირდა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა, თუმცა გვითხრა, რომ კითხვებზე პასუხს მოუცლელობის გამო ვერ უპასუხებდა, რადგანაც შეხვედრაზე იყო. მან პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, რომელმაც ჩვენს ზარებს არ უპასუხა და მოგვწერა, რომ თავად დაგვიკავშირდებოდა. მასალის მომზადების პერიოდში პრესსამსხური კონტაქტზე აღარ გამოსულა.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^