Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელ ატოცში ოკუპანტებმა ბორდერიზაცია განაახლეს

19 ოქტომბერი, 2019 18:12

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. ოკუპანტები სოფელში დღეს გამოჩდნენ და მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძებს ამონტაჟებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებაც ადასტურებს. სიტუაციას ადგილზე გაეცნო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.  ატოცში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

ქარელის მუნისიპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ  შეიარაღებული პირები ატოცის განაპირას დღეს გამოჩნდნენ. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე  ლითონის ბადეები მიიტანეს.

„აღნიშნული პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე“, - ამბობს მერი.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით კი  ის, რაც ატოცში ხდება, მიუღებელია  და  ბორდერიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა. პრემიერის თქმით, სახელმწიფო პარტნიორებთან ერთად სინქრონულ ნაბიჯებს დგამს, რაც აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა წყნარად შეძლონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება.

„მინდა გთხოვოთ თქვენც, მეც ხომ აქ ვარ დღეს, გორში, სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ სულ სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ, ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ გორში, სადაც შიდა ქართლის პედაგოგებთან, სპორტსმენებთან, ექიმებთან, ფერმერებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ, - ამის შესახებ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^