Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ - გიორგი გახარია „მუქარის წერილზე“

21 ოქტომბერი, 2019 14:25

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის მიერ ე.წ. მუქარის წერილის ორიგინალის პროკურატურისთვის გადაცემაზე ისაუბრა. არის თუ არა პრემიერი მზად, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს, ჟურნალისტების კითხვას გახარია ასე პასუხობს:

„არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ",- განაცხადა გახარიამ.

დღეს პრემიერი   ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. გახარია ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრის რეალური მიზეზი სამუშაო გარემოს და კომუნიკაციების არხების აწყობაა. მისი თქმით, მსგავსი მოტივაციით, ხელისუფლება ბანკებსაც ხვდება. პრემიერის თქმით,  დაახლოებით ორ სამ თვეში ყველა იმ საცობის გათავისუფლების და პრობლემების გადაწყვეტა მოხდება, რაც აქამდე არსებობდა.

„ჩვენი ინტერესია, რომ ბიზნესმენებმა ყველა ის ინვესტიციები მოიზიდოს რაც ქვეყანაში შემოვა და ქართულმა ბიზნესმა კიდევ უფრო ბევრი სამუშაო ადგილი შექმნას. ჩვენ 20 წლის გეგმებზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ დარჩენილ ორ თვეში, ჩვენ  მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს  კომფორტული პირობები შევუქმნათ, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ. ხოლო ბიზნესგარემო უფრო პროგნოზირებადი იყოს. სახელმწიფო აპარატი კი ბიზნესისთვის  უფრო მეგობრული გახდეს.

ჩვენი მიზანია ქართული ბიზნესი უფრო ძლიერი იყოს, სოციალურად პასუხისმგებელი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ ამ პასუხისმგებლობამდე მივალთ,  ბიზნესს  მხარი სრულად დავუჭიროთ, რასაც  უკვე ვაკეთებთ. აქვე ბალანსი არ უნდა დაგვავიწყდეს და შრომის კოდექსზე შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ. დასაქმებული და დამსაქმებლის ინტერესების ბალანსი ეს არის ის გზა, რა გზითაც ჩვენი დონის ეკონომიკა უნდა მიდიოდეს. რთული გადასალაგებელია ინტერესები, მაგრამ ამას გავაკეთებთ და ამაზე საუბარი პროფკავშირებთანაც გვქონდა.  

რაც შეეხება ფადი ასლის არ დაპატიჟებას შეხვედრაზე, ის ისეთი  გამორჩეულია მას  ცალკე დავპატიჟებთ და შევხვდებით“, - განაცხადა გახარიამ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^