Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

21 ოქტომბერი, 2019 15:14

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია გახდა. ის კომისიის წევრებმა ერთხმად აირჩიეს.

დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის რეკომენდაციით პრეზიდენტმა წარუდგინა. ნარმანიას ამ თანამდებობაზე არჩევა პირველ ოქტომბერს უკვე სცადეს, მაგრამ პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, კონსტიტუციის თანახმად კი პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა დაადასტურა, რომ სემეკის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.  ამიტომ  კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად კანონში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.

აქამდე დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. სემეკ-ის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ირინა მილორავას კი უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^