Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები - დავით ნარმანია

22 ოქტომბერი, 2019 12:05

სემეკის ახლად არჩეული თავმჯდომარე და ყოფილი დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ  ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე.  წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად  იმპორტი გაგვეზრდება, იმპორტირებული ენერგია  კი  ძვირია  და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად  ტარიფზე აისახება. ამის შესახებ ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“  ინტერვიუში საუბრობს. 

„ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი გენერაცია, არ ავაშენეთ ჰესები, ქარის სადგურები და ასე შემდეგ, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე. იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე. ასე რომ, თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები“, - აცხადებს ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“.

მისივე თქმით, არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც საკითხში გაურკვეველი პირები ვიღაცების მართული პროცესების გამო აჩერებენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს. ნარმანია ამბობს, რომ თითოეული მეგავატი ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანია.  მისივე განცხადებით, იგივე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, ენერგია მათაც სჭირდებათ  და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა იძახის, რომ სჭირდება იაფი ენერგია.  

„ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. იაფი ენერგია ვერ გვექნება და თუ მუდმივი პროტესტი და წინააღმდეგობა გვექნება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია მომავალში კიდევ უფრო გაგვიძვირდება.  აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დარწმუნდეს მოსახლეობა, კონკრეტული ჰესი რა გავლენის იქნება. მეორე მხრივ, თუ რამე ჰესის მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტში შესაცვლელი და დასახვეწია, შეიძლება შესწორდეს“, - აცახდებს ნარმანია.

მისივე თქმით, რაღაც დათმობაზე ინვესტორი უნდა წამოვიდეს, რაღაც დათმობაზე მთავრობა და მოსახლეობა. ნარმანია ამბობს, რომ  ყველამ თითო ნაბიჯი უკან თუ არ გადადგა, ისე ეს პროცესი წინ ვერ წავა. უნდა მოვისმინოთ მოსახლეობის მოთხოვნა მკაფიოდ და არგუმენტირებულად და არა ისე, რომ ეს ხეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ნარმანიას აზრით, სპეციალისტებმა უნდა ნახონ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც იგივე პანკისის ჰესს აქვს.

 „მე კარგად წავიკითხე ეს დოკუმენტი, მის მიხედვით არ დგინდება, რომ ჰესს შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ხეობაზე. ყოველთვის მოიძებნება კონსენსუსი. ამის გარეშე ინვესტორი ცოდოა, მან ფული უკვე დახარჯა, კვლევებია გაკეთებული, ტექნიკა მობილიზებული იყო, ტრაქტორი დაიწვა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცებს უნდა მოეთხოვოთ, ვინც ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მოდით, ეს იყოს ერთი უკან დახევა ინვესტორის მხრიდან, კეთილი ნაბიჯი, რომ არ უჩივლოს მას, ვინც ცეცხლი მოუკიდა მის ტრაქტორს. ასე ტრაქტორების დაწვით და ა.შ. საქმე არ გაკეთდება. მოლაპარაკებებით, თბილი საუბრით რაღაც კონსენსუსამდე აუცილებლად მივალთ“,-განაცხადა ნარმანიამ.  

რაც შეეხება შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა, სემეკის ახალი თავმჯდომარე აღნიშნულის შესაძლებლობას 2020 წლისთვის არ გამორიცხავს.

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს.

რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული მაღალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება", - განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^