Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ჰაბი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად - გახარია

22 ოქტომბერი, 2019 12:23

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა. თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს მესამედ იმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლით გახსნა.

მისი თქმით,  ხელისუფლება  საქართველოს აღიქვამს  და  უყურებს, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის. 

ფორუმზე პრემიერმა  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ლიბერალურ სავაჭრო ეკონომიკაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

„მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. არასატარიფო ბარიერების მოხსნა, საზღვრის კვეთის და ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება.

ამ მხრივ კი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია. იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი ნულ პროცენტიანი გადასახადით იბეგრება, გამარტივებულია საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები.

საქართველო როგორც მხოლოდ სამი და შვიდი მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი შესაძლოა, ვინმემ არამიმზიდველად მიიჩნიოს. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს როგორც რეგიონალურ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ და ჩვენ საქართველოს აღვიქვათ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის“,-განაცხადა გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ ეს პროექტი არის ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს არის დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, თურქეთთან, უკრაინასთან, ასევე მოლაპარაკებები, რომელიც   თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან და ისრაელთან მიმდინარეობს.

„შესაბამისად, საქართველოს, თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^