Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვილის მკვლელობისთვის გასამართლებული გოგონას მეუღლე ბრალდებულად ცნეს

22 ოქტომბერი, 2019 14:46

შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანი გოგონას მეუღლეს, 21 წლის მიხეილ დვალიშვილს ბრალი წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი დანაშაული დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 140 მუხლით, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, ჩვილის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბავშვის მამა, მეუღლისთვის მხოლოდ 6-წლიანი პატიმრობის შეფარდებას მსუბუქ სასჯელად აფასებდა და მიიჩნევდა, რომ იგი ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^