Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია - EMC

23 ოქტომბერი, 2019 15:15

დღეს, 23 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა  (EMC) მონიტორინგის და კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც მინდელის შახტაში მომხდარი შეხვედრების მაგალითზე აწარმოა,   სახელწოდებით, „გამოძიების ხარვეზები შრომის უსაფრთხოების საქმეებში“.   

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, „საქართველოში სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება."    

2018 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  2016 წელს საწარმოებში 133 უბედური შემთხვევა მოხდა, 2017 წელს  163 შემთხვევა, ხოლო 2018 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და დაშავდა 199 ადამიანი.   2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით დაშავებულია 71 პირი, ხოლო გარდაცვილია 25 ადამიანი.

რაც შეეხება გამოძიების წარმოებას, შსს -ს თანახმად, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 128 შემთხვევაზე, ხოლო 2018 წელს 224 შემთხვევაზე. გამოძიების დაწყების მიუხედავად, საკმაოდ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი. კერძოდ, 2018 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს. თავისუფლების აღკვეთა მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში საქმეთა 69% საპროცესო შეთანხმების გაფორმებით სრულდება და სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას.

EMC-ს შეფასებით,  სისხლის სამართლის  ამ საქმის გამოძიების ფარგლებში ჯეროვნად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ის საკითხები, რომლებსაც შესაძლოა შახტის მმართველი მენეჯმენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე მოეხდინა გავლენა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^