Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბედიანში პროტესტი შეწყდა - ფსიქიატრიული საავადმყოფოდან პაციენტებს გაიყვანენ

24 ოქტომბერი, 2019 17:46

18 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია წალკის რაიონის დაბა ბედიანში მდებარე ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვის შესახებ. როგორც საავადმყოფოს პერსონალმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ „ლიბერალს" განუცხადა, ისინი საავადმყოფოს დახურვას და მის ნარკოლუგიურ ცენტრად გადაკეთებას აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე მორებიც კი ჰქონდათ მიტანილი, რათა დაწესებულებიდან პაციენტები ავტომობილებით არ გაეყვანათ.

„ლიბერალი“ ბედიანში დღეს არსებული სიტუაციით დაინტერესდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრები, დავით ბენდელიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია და საავადმყოფოს პერსონალს, რომელთა უმეტესობა სოფლის მცხოვრებლები არიან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა და მათ პირობა მისცა, რომ პაციენტებს ეტაპობრივად, ახალწლამდე გაიყვანენ და სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილებენ, მათ კი სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ. 

„მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვა გააპროტესტეს, ჩვენთან შესახვედრად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა. პერსონალს შეხვდა და დაჰპირდა, რომ თუნდაც დაწესებულება ნარკოლოგიურად გადაკეთდეს, მათ  სამუშაო ადგილები მაინც გარანტირებულად ექნებათ. არ ვიცი, ამას როგორ იზამენ და ბიუჯეტი ახალიწლის შემდეგ როგორ დამტკიცდება, მაგრამ რასაც დაჰპირდა პერსონალს ეს არის. ამიტომაც ადგილობრივბემა პაციენტების გაყვანის საშუალება მისცეს. ჯერ ყველაზე მძიმე ბენეფიციალების გადაყვანა მოხდება. მათ ახალწლამდე სრულად გადაანაწილებენ. ვნახოთ, იმედია, რომ დაპირებას შესარულებენ. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია მშვიდია.“ - აცხადებს ბენდელიანი „ლიბერალთან“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^