Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოხუმი გველოდება“ - მთავრობის წევრები ივანიშვილის განცხადებაზე

29 ოქტომბერი, 2019 18:12

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. მის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი აფასებს.     

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის ივანიშვილის კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს.

პრემიერი ამბობს, რომ  წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

„კურორტის აღორძინებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც საუბრობს.

„მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია“, – განაცხადა თურნავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ წყალტუბოს განვითარების შემდეგ უკვე სოხუმიც გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ.

„აბასთუმანში უკვე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი. წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება. სოხუმი გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ“,-აცხადებს ის.

ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კი ამბობს, რომ ათეული წლების განმავლობაში წყალტუბომ ვერ დაიბრუნა ის ფუნქცია, რაც ჰქონდა. ივანიშვილის ინიციატივის შემდეგ კი მისი აღორძინება რეალისტური გახდება.

„ბატონი ბიძინას ინიციატივის შედეგად, წყალტუბოსთვის მისი პოტენციალის სრულად ათვისება რეალისტური გახდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქველმოქმედმა ამასთან ერთად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქველმოქმედმა შეცვალოს მთელი რეგიონი“,-ამბობს ცქიტიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^