Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურის მორიგი ბრალდება ნიკა გვარამიასთვის

02 ნოემბერი, 2019 12:49

გენერალურმა პროკურატურამ „მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის მუხლით, ბრალი ახალ ეპიზოდზე წარუდგინა. გამოძიების ვერსიით ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ შეარჩია 76 700 ევროდ (232 201,58 ლარად) ღირებული ახალი ავტომობილი - ,,Porche Macan S” და კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ რუსთავი 2-ის ეთერში გაუშვებდა მათი ბრენდის სარეკლამო რგოლებს. მათ შორის შედგა შეთანხმება - რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების გაშვების სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ავტომობილი, თუმცა აღნიშნული სქემის შენიღბვის მიზნით ავტომობილი გააფორმა შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. სქემის თანახმად, 2019 წლის 27 თებერვალს გაფორმდა ორი ხელშეკრულება: პირველი - ნიკა გვარამიას ინიციატივით ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის 76 700 ევროს ღირებულებით ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის შესახებ. ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა.

მეორე დოკუმენტი- ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის 76 700 ევროს ღირებულების სარეკლამო მომსახურებას გულისხმობდა.

რადგან „პორშეს ცენტრი“ 76 700 ევროს ღირებულების სარეკლამო მომსახურებას ერთ წელიწადში ვერ აითვისებდა, ხოლო კომპანია „თეგეტა მოტორსის“ (რომელშიც „პორშეს ცენტრიც“ შედიოდა) წლის სარეკლამო ბიუჯეტი , დასახელებულ თანხას ბევრად აღემატებოდა, შეთანხმების მიხედვით, 76 700 ევრო სრულ საბარტერო მომსახურებად უნდა გაქვითულიყო.

სანაცვლოდ „თეგეტა მოტორსს“ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო მომსახურება, რაც 76 700 ევროს გადააჭარბებდა, შეღავათიან/დაბალ ფასად „პროესკო მედიას“ შუამავლობით უნდა ეყიდა.

ბრალდების წარდგენის შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პროკურატურა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელმაც ბრალი ისე წარუდგინა, არც დაუკითხავთ.

პროკურატურას ასევე არ ჩამოურთმევია ჩვენება მისი მეუღლისთვის, რომელმაც სადავო ავტომანქანა იყიდა.

„პროკურატურას ჩვევაში აქვს უკვე, რომ მე არ დამკითხოს და ისე წამიყენოს ბრალი. იქნებ განსაკუთრებული მტკიცებულება მაქვს, ან ვაღიარებ ბრალს“, - თქვა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა.

საქმის დეტალებთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მანქანა განვადებით ჰქონდა აღებული, თანხა ვერ გადაიხადა, ამიტომ დააბრუნა და ეხლა ჯარიმას იხდის.

იგი პროკურორებს ეკითხება: „პრემიის სახით რომ დამეტოვებინა მანქანა, ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვებოდნენ მერე, დანაშაულის შემადგენლობა ხო არ დგებოდა, მათი სტანდარტითაც კი. ამაზე პასუხი არ არის".

გვარამიას თქმით, მისთვის წარდგენილი ბრალდებები „რუსთავი 2“-ის გაკოტრებისთვის ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის, რის შემდეგაც სამაუწყებლო კომპანიას დახურავენ.

„ეს კომპანია უკვე იხურებოდა, მისი დაქირავებული ვითომ მრჩეველი ყადაღით გააჩერეს“, - აღნიშნა გვარამიამ. მისი თქმით, მოვა დრო, როცა მფლობელი დაიბრუნებს „რუსთავი 2"-ს და იქ იქნებიან, იმუშავებენ, ის ადამიანები, ვინც ნამდვილად ღირსია და არა ისინი, ვინც მუშაობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^