Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

07 ნოემბერი, 2019 12:49

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია. 

როგორც გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე, „ლიბერალთან“ ამბობს, მის შვილს არაფერი აწუხებდა ისეთი, რასაც მისი გარდაცვალება შეიძლება გამოეწვია. წამალაძე აცხადებს, რომ ის ექსპერტიზის პასუხებს დაელოდება, მანამდე დამატებით არაფრის თქმა არ შეუძლია.

„არ ვიცი რით გარდაიცვალა, არაფერი აწუხებდა. მოულოდნელად ჩაიკეცა და დაიღუპა. ვერაფერს ვიტყვი დამატებით, ვერც ვარაუდს გამოვთქვამ. მხოლოდ ექსპერტიზის პასუხებს დაველოდები და ამის შემდეგ გვეცოდინება რა გახდა გარდაცვალების მიზეზი“, - ამბობს წამალაიძე.  

შეგახსენებთ, ქრისტეფორე წამალაიძე მეუფე ზოსიმეს წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში ფიგურირებს. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარ  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^