Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება

08 ნოემბერი, 2019 12:10

2019 წლის 21 ნოემბრიდან იკრძალება დაუფასოებელი სახით, ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს გაყიდვა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში განხორციელდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.  ამასთან დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული.

ამასთან თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფს, ბლოკსა და  შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაციაც.

მოსალოდნელის სანქციების მიხედვით, დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - პირველ ჯერზე - 2000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 4000 ლარის ოდენობით.

აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, როგორც საქონლის ჩამორთმევისა და  შინაპატიმრობის, ასევე  თავისუფლების აღკვეთის სახით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^