Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე - გურამ ფალავანდიშვილი

08 ნოემბერი, 2019 12:10

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას კინოთეატრ „კავეაში", „თბილისი მოლის" და  ასევე, „ისთ პოინთის" ტერიტორიაზე აპირებს. 

„ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე," - განაცხადა ფალავანდიშვილმა. .

მისი თქმით, თუ ფილმის ჩვენება მაინც გაიმართება, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს.

„ვაპირებ, არაძალადობრივად გამოვრთო ფილმი და მოვაწყო პიკეტირება. თუ არ შეგვიშვეს, აწეული ხელებით მაინც შევალთ. მქონდა იდეა, დავმჯდარიყავი კინოთეატრში. თუ შსს-ის უნდა და იცავს ეკლესიის, ერის, ყველაფრის მიუხედავად ამ ფილმის გაშვებას, ხელებაწეულები შევეცდებით, ამას შევეწინააღმდეგოთ. ამ ფილმის გაშვება არის საშინელება. თუ ამ სამი დღის განმავლობაში მაინც გაიმართება ფილმის ჩვენება, პასუხი მთავრობას უნდა მოვთხოვოთ"

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი „ქვიარ" თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური დრამის -„და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^