Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კინოთეატრ „ამირანთან" ანა სუბელიანს სავარაუდოდ ქვა ესროლეს - ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

08 ნოემბერი, 2019 21:54

სამოქალაქო აქტივისტს  ანა სუბელიანს თავს დაესხნენ, როდესაც ის კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას და  ფილმზე დასწრებას „და ჩვენ ვიცეკვებთ“  აპირებდა. სუბელიანი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სროლის შედეგად სრულიად შემთხვევით გადარჩა მისი თვალი. მისი თქმით, მას ქვა მიზანმიმართულად ესროლეს, რადგანაც იცნეს. 

„სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადაა ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი," - წერს ანა სუბელიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კინოთეატრ „ამირანთან" სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის დაშავებას ეხმაურება.

„მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილებზე რჩებიან", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^