Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროპორციული არჩევნებისთვის კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

13 ნოემბერი, 2019 17:50

პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. 

კანონპროექტის მოწინააღმდეგე უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ის სხდომის ხვალისთვის გადადებას მიესალმება, თუმცა მოსაზრების შეცვლას არ აპირებს და არ არსებობს არგუმენტი, რომელიც მას გადააფიქრებინებს.   

„კენჭისყრის  ხვალისთვის გადადებას მივესალმები, რადგანაც დღეს, რომ ჩატარებულიყო კანონპროექტი აუცილებლად ჩავარდებოდა. ამის შესახებ პირველ რიგში მმართველი გუნდი გავაფრთხილე, ასევე ოპოზიციაც. ჩემიც და ჩემი თანამოაზრეების პოზიციაც არის, რომ გავიდეთ შედეგზე, მაგრამ ნაკლები რყევების გარეშე.

გამორიცხულია ახლა ხვალ ისეთი რამ მითხრან, რაც აზრს შემაცვლევინებს. აქ მხოლოდ მე არ ვარ. ჩემი პოზიცია მყარი და უცვლელია. თუმცა რაც არ უნდა მყარი ვიყო, ერთი ხმა ერთი ხმაა.  აქ ახლა მთავარი თანამოაზრეების სიმყარეა, რომ ხვალ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. მთავარი ის არის, რომ ქვეყანა ქაოსში არ შევიყვანოთ. არგუმენტი არ არსებობს, რომელიც მე გადამარწმუნებს. არ არსებობს არანაირი მყარი მოსაზრება, რომ დღეს ამ რეალობაში მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტიდან გამოსული ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ხვალ მმართველი გუნდის შეკრებაზე კიდევ ერთხელ ეცდებიან, თანაგუნდელები კანონპროექტის მხარდაჭერაში დაარწმუნონ.

„იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბეთ და უფრო მეტი დრო გვექნება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ხვალ შევიკრიბებით დილიდან და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მიიღება ის გადაწყვეტილება. დღეს პრაქტიკულად, განხილვაში რასაც ჰქვია, ვერც შევედით. გვქონდა სულ ერთი საათი დრო" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^