Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERA[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა - დიმიტრი ხუნდაძე

14 ნოემბერი, 2019 12:29

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. 

უმრავლესობის დეპუტატებიდან მხოლოდ გია ვოლსკიმ, თამარ ხულორდავამ და დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთეს ჟურნალისტებთან კომენტარი.

ხუნდაძე აცხადებს, რომ „ოცნება“ როგორც ყოველთვის გამოსავალს დემოკრატიაში ეძებს: „ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  კენჭისყრა თავისუფალი იქნება“, - აცხადებს ხუნდაძე.  

დეპუტატი თამარ ხულორდავა კი ამბობს, რომ საკითხი ძალიან რთულია, ამიტომაც პარტიის  თავმჯდომარისგან სხდომაზე კიდევ ერთხელ გაკეთდა მოწოდება, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ.

„საკითხი ძალიან რთულია, ამიტომაც  ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დეპუტატებს, რომ ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. არის მოლიდინი,  რომ რამდენიმე დეპუტატი მას მხარს არ დაუჭერს. ჩვენ გვაქვს ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი და  ველით რომ  საკმარის ხმებს მივიღებთ“,-აცხადებს ხულორდავა.

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა საკმაოდ დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა. ვოლსკის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის  დაშლა და ხელების გადაგრეხვა ქვეყანას დააზიანებს, ამიტომაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდეს.

„კვლავ ისევ  იგივე პოზიციებზე იყვნენ.  ხოლო აქ მდგომმა ხალხმა უფრო დაბულინგების სახე მიიღო, რაც დეპუტატების ნაწილის კიდევ უფრო გაღიზიანება გამოიწვია.  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდეს. არ ველოდები რომ ჩავარდება. ხელის გადაგრეხვა და გუნდის დაშლა სიტუაციას გაამწვავებს. გუნდის ერთობა მარტო პარტიის საკითხი არაა. სახელმწიფოს დაეტყობა, აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“,-ამბობს ვოლსკი.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^