Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს

15 ნოემბერი, 2019 12:09

უმრავლესობას ზვიად ძიძიგურიც ტოვებს.  ამის შესახებ   ძიძიგურმა   სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   

„კონსერვატიული" პარტიის ლიდერის თქმით,   ეს გადაწყვეტილება გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ განაპირობა.

„იმათ გასაგონად მინდა ვათქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის“, - განაცხადა ძიძიგურმა

ძიძიგურმა   პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა    თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ დატოვეს.

უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 6-მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

რომელმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილება

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^