Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს

15 ნოემბერი, 2019 12:27

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მოძრაობა „სირცხვილიას'' აქტივისტებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან პიკეტირებულ მთავრობის შენობაში შესვლა სამართალდამცავების დახმარებით შეძლეს.  

ტრანსპარანტებით და საყვირებით საპროტესტო აქცია, „ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა დილის 9 საათზე დაიწყეს. მათ შენობის ცენტრალურ შესასვლელთან ერთად, სათადარიგო შესასვლელიც დაიკავეს. აქციის მონაწილეები, გუშინ, საქართველოს პარლამენტში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და ასევე აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. შედეგად სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^