Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმრავლესობას კიდევ 3 დეპუტატი ტოვებს

15 ნოემბერი, 2019 12:33

ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრები  ზვიად  ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია  საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ. ამის შესახებ მათ,  დღეს  გამართულ  ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს მათი ეს გადაწყვეტილება   საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით არის განპირობებული.

„ასე მოულოდნელად და აუხსნელად ჩემი კოლეგების მხრიდან ამ სისტემაზე უარის თქმა გაუგებარია როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც. მე გამიჭირდება, ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნა, რა იყო ამის მიზეზი და რატომ ვერ შევძელით ის მიგვეყვანა ბოლომდე, რისი ინიციატორიც ჩვენ თვითონ ვიყავით“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ზვიად   ძიძიგურის   თქმით,   ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ. ეს გადაწყვეტილება მიაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა ვინც უარი თქვა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. 

არასდროს არ წავსულვართ და არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის. არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც ღებულობენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. გაუმართლებელს იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობ რბილი სიტყვა შევარჩიო, თორემ ენის წვერზე სხვა სიტყვაც მადგება", - განაცხადა ძიძგურმა.  

ზვიად ძიძიგურის,  გიგა  ბუკიას    და ნინო გოგუაძის გარდა,   „კონსერვატორები" წევრები არინ მუხრან ვახტანგაძე, რულან გაჯიევი და პაატა კვიჟინაძე.   ამ დროისთვის უცნობია ისინიც დატოვებენ თუ არა უმრავლესობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^