Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქარტია" ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჟურნალისტებზე თავდასხმას აპროტესტებს

15 ნოემბერი, 2019 16:16

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო" შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამო. „ქარტიას“ კრიტიკას იწვევს, „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის აგრესიული ტონი, როდესაც მან გუშინდელ ეთერში ტელეკომპანია „პირველის" ტოქშოუს წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი, კრიტიკული კითხვების პასუხად „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

გუშინვე, ოპოზიციასთან კავშირში დასდო ბრალი ირაკლი კობახიძემ „აჭარის ტელევიზიის" წამყვანსაც: „მოგიწოდებთ გაემიჯნეთ „ნაციონალურ მოძრაობას” -  მიმართა მან ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს.

სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ გალაშქრების ეს პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც.

როგორც „ქარტიაში“ აცხადებენ, ტელევიზიის თანამშრომლები აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლების სურვილს ხედავენ უკანასკნელ თვეებში ტელევიზიის მმართველების ცვლილებებში. ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დამოუკიდებელი მედიიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისგან. .

„ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების სურვილია შეცვალოს, დააშინოს, თუნდაც დააფიქროს ჟურნალისტები დაუბრკოლებლად გაავრცელონ თუ არა კრიტიკული ფაქტები და დასვან მწვავე კითხვები ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მიმართ.  მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად, გააძლიერონ მათი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი დისკრიმინაციის მცდელობის ფაქტებზე, ყველა მსგავს შემთხვევას მისცენ სათანადო შეფასება და რეაგირება“ - აცხადებენ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^