Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხინვალის რეჟიმმა ქართველ ექიმს პატიმრობა შეუფარდა

15 ნოემბერი, 2019 17:09

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს მოქალაქისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

როგორც სუსში აღნიშნავენ ამ საკითხთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

დღესვე, 17:00 ვაჟა გაფრინდაშვილს კოლეგები და ახლობლები უკანონო პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში აპირებენ შეკრებას.

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს.  

როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი: გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”.

როგორც რატი ურუშაძე ფეისბუკზე წერს, დაკავებისას ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილს სახელმწიფო საზღვარი დარღვევის მიზეზი ჰკითხეს, რაზეც მან მიუგო, რომ სახელმწიფო საზღვარი მან ფსოუზე და როკის გვირაბთან იცოდა! „მაგათი კანონით,თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ. საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ჰო, თარჯმანი მოითხოვა კიდევ, ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებითო! აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა“, წერს ფეისბუკზე რატი ურუშაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^