Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმრავლესობის დატოვების შესახებ ინფორმაციას რომან კაკულია და აკაკი ზოიძე არ ადასტურებენ

15 ნოემბერი, 2019 17:15

მას შემდეგ რაც გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12 დეპუტატმა დატოვა.   

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ რიგებს დეპუტატები აკაკი ზოიძე და რომან კაკულიაც უერთდებოდნენ. თუმცა ორივე მათგანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

„არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უმრავლესობას ვტოვებ. მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობა შენარჩუნებული იყოს, თუმცა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები მრჩება და ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩემს კოლეგებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ“, - აცხადებს ზოიძე.  

რომან კაკულიას თქმით,    მასაც შეეძლო გუშინ მსგავსი ემოციური გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა ხელისუფლებიდან ისე უნდა წავიდეს ადამიანი, რომ დარწმუნებული იყოს უკეთეს მოცემულობას ტოვებს.

„მოცემულობა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს გარეთ, იმისათვის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავმოყვარეობა გახადო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად. მე მესმის, რომ ძალიან დიდი რეპუტაციული ტვირთია, როდესაც შენ ამით რჩები, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჯობია ატარო ეს რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე არ იფიქრო იმაზე, თუ ვის უტოვებ ქვეყანას საბოლოო ჯამში და იმედი მომეცემა, რომ ამას გაიგებს ყველა, ვინც წავიდა, მათაც მოვუწოდებ, შეიძლება არასოდეს არ იყოს გვიან გადაწყვეტილების შეცვლა.

იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გარეთ დგანან შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მიუხედავად იმისა, რა ტერმინებითაც მოგვიხსენიებენ.  დამიტოვეთ უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ მაგათი გაერთიანებიდან უფრო უკეთესი ვერაფერი გამოვა რაც დღეს არის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო უპრიანი იქნება, დღეს ვეცადოთ გუნდის შიგნით  მოცემულობა გავაძლიეროთ",    - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^