Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მონა, ვირთხა, მოღალატე“ - აქციის მონაწილეებმა დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვეს

18 ნოემბერი, 2019 11:28

რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის წევრები პარლამენტში არ შეუშვეს. 

პირველი ვინც საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს და მოუწოდეს, სახლიდან აღარ გამოსულიყო, რადგან ის ივანიშვილის „მანაა“.

„არც მე მიმაჩნია სწორედ იმ 40 დეპუტატის საქციელი ვინც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობდი, შესანარჩუნებელია მაჟორტარული სისტემა, რახან გუნდმა გადაწყვიტა, მეც დავთანხმდი. დღეს აქ სამსახურში მოვედი, სამი კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული, ეს უნდა მენახა. არ მომცეს საშუალება შესვლის. მე  არავის არ ვაგინებ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ყველას თავისი საშუალება აქვს საკუთარი მოსაზრება გამოთქვას და არა ზურგში მუშტების რახარუხი. თუ ვერ მოვახერხე შესვლა, არ შევალ და ეგ იქნება. აბა სხვა რა უნდა ვქნა“, - აცხადებს არველაძე.

რევაზ არველაძის მსგავსად საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს უმრავლესობის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარია. მას დახვდნენ შეძახილებით: „მონა, ვირთხა, სამარცხვინო".

ქვარაიამ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ სამარცხვინოები თავად არიან, რის შემდეგაც პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ვაშაძესა და ქვარაიას შორის მცირედი დაპირისპირება მოხდა. ვაშაძე ქვარაიას უხსნიდა, რომ ის ხალხს აღიზიანებდა და ტერიტორია სწრაფად  უნდა დაეტოვებინა.

პარლამენტში არც  „სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი შეუშვეს. აქციის მონაწილეები  „მოღალატესა" და „მონას" ეძახდნენ მას.

დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის პარლამენტში მიდიოდა, რათა ახალი საკონსტიტუციო ცვლილება დაერეგისტრირებინა. მისი განმარტებით, ინიციატივით 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემას ყოველთვის მხარს ვუჭერდი და დავუჭირე კიდევაც. პარლამენტში იმისთვის მოვედი, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილება შევიტანო, რათა საკანონმდებლო ორგანომ პროპორციული არჩევნები მიიღოს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^