Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არაა- კალაძე

18 ნოემბერი, 2019 14:25

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას და ოპოზიციის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ჟურნალისტებთან საუბარში ის ამბობს, რომ ქვეყნის „გერმანულ საარჩევნო სისტემაზე“ გადაყვანა არაკონსტიტუციურია. მისი აზრით, ოპოზიცია  ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს  და ამისთვის  საარჩევნო სისტემას მხოლოდ მიზეზად იყენებს.

„რაც შეეხება ზოგადად  აქციას, ამ  ქვეყააში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ყველას აქვს შეკრების და აზრის გამოთქმის უფლება. როგორც კი ქმედებები კონსტიტუციას, კანონს გასცდება, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება. რაც შეეხება კონკრეტულად პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას, ხელისუფლების რეაგირება, ასევე კანონის ფარგლებში მოხდება“, - აცხადებს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ „ოცნებამ“ ამომრჩეველი მოატყუა, როდესაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაჰპირდა, კალაძე ამბობს, რომ:

„ამ საარჩევნო სისტემას მხარს მეც ვუჭერდი, თუმცა დეპუტატების დიდმა ნაწილმა, განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. დღეს ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს და იმის შესაძლებლობა გააჩნია, რომ არჩევნები მოიგოს, ეს არის „ქართული ოცნება“. პროტესტის შეფასება გამიჭირდება, თუმცა მათ აქვთ კანონის ფარგლებში თავისი ხედვა გამოხატონ“, - განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, გაუგებარია რა აქვს ხელისუფლებას დასათმობი. კალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობს, რათა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, ვინ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უკმაყოფილოა. კალაძე ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახლა პარლამენტთან დგანან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა შეეძლოთ გადაეყვანათ, 2010, 2014 და 2018 წელს. შესაბამისად „ოცნებას“ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ისინი დესტაბილიზაციის მიზეზს ეძებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^