Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თითი თითზე რომ მქონოდა დადებული ვერაფერს ვერ გავაკეთებდი - დავით უსუფაშვილი

18 ნოემბერი, 2019 14:26

„შენების  მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი კახა კალაძეს პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლება კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, შედის კინკლაობაში ისეთ თემებზე, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია და გაუგებარია.

„დღეს ბატონმა კალაძემ გამოაცხადა, რომ თუმე, წინა საკონსტიტუციო კომისიაში ამ საქმის მოსაგვარებლად თითი თითზე არ დამიკარებია. იმაში მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია, რადგანაც თითი თითზე რომ მქონოდა დადებული ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი.  შექმნილიყო მაგალითად ეს დოკუმენტი, 90 გვერდიანი, ცვლილებების თაობაზე, რომელშიც 90 სიტყვა არ არის შეტანილი მისი დღევანდელი თანაგუნდელების მხრიდან.         

დიახ, პროპორციული არჩევნები მარავალმანდატიან ოლქებში. გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით ფრაქციებთან, ქართული ოცნების ფრაქციასთან თხოვნით, რომ აგერ არის წინადადებები და იქნებ რამე გვითხრათ, ხმა ამოიღოთ, მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ. მითხრან რა გამომიგზავნეს ამ საკითხზე. არაფერი. იმიტომ, რომ სწორედ მათ არ სურდათ მაშინ პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, „ქართულ ოცნება" კრიზისიდან გამოსვლას არ ცდილობს და პირიქით, შესაძლოა მზაკვრდული გეგმაც ჰქონდეს.   

მისი აზრით, შესაძლოა ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა გვერდით გაწიოს, ოპოზიციის რადიკალიზაციას ხელი შეუწაყოს, ხოლო ამ არეულობის ფონზე არსებული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოახერხოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მხარეს, ამავე მოდელს ჰყავდეს მხარდამჭერები. ამიტომ მივმართავ მათ, რომ ხელისუფლების ხაფანგზე არ წამოეგონ. არავითარ შემთხვევაში პროპორციული არჩევნების მოთხოვნა არ უნად მოვხსნათ. მოვუწოდებ „ოცნებას“,  „გერმანული საარჩევნო“ სისტემას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^