Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპეცრაზმმა მომიტინგეების დაკავება დაიწყო

18 ნოემბერი, 2019 17:24

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის გარშემო შეკრებილი მომიტინგეების დაშლის ოპერაცია დაიწყეს. მათ წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით პოლიციელებმა უკვე დააკავეს ათობით პირი, მათ შორის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, ადვოკატი ბექა ბასალია, აქციის ერთ-ერთი  ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი და საკრებულოს წევრი  ირაკლი ნადირაძე.

სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი ნაწილი ძალოვნების ერთი ნაწილი მოემართება მთავრობის ადმინისტრაციიდან, საიდანაც ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე გავიდნენ. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს ხელებაწეული, ზოგიც დამსხდარი უხვდებიან.

ძალოვნების ერთი ნაწილი განლაგებულია რუსთაველის პროსპექტზე, ოპერის თეატრთან პარლამენტისკენ წამოსასვლელად ბრძანებას ელოდებიან.

სპეცრაზმი პარლამენტისკენ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დაიძრა, რაც აქციის მონაწილეებისთვის მიცემული 30 წუთიანი ულტიმატუმი ამოიწურა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^