Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსგავს ქმედებაზე სახელმწიფო და პოლიცია იგივეს გააკეთებს - გახარია

19 ნოემბერი, 2019 13:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება და პოლიცია შექმნილი სიტუაციის  ფონზე ადეკვატურად მოიქცა. მისი თქმით, რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ქცევის  გამო, პარლამენტის ფუნქციონირების საკითხი კითხვის ქვეშ დადგა, ამიტომაც პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა. 

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია. თქვენ გახსოვთ ეს გამოხატვის თავისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში ყველანაირი პრობლემების გარეშე გრძელდებოდა,  მაგრამ მას შემდეგ, რაც რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოქალაქეებს მოუწოდა ბლოკირებისკენ ჯერ ქუჩების და შემდგომ პარლამენტის შენობის, ამის  შემდგომ ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება კითხვის ქვეშ დადგა. ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტიურად დეპუტატებს თავს დაესხნენ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა. უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც აბსოლუტურად კანონის ფარგლებში გააკეთა.  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავს ქმედებაზე, სახელმწიფო და პოლიცია სრულად კანონის ფარგლებში იმოქმედებს და იგივეს გააკეთებს“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე რატომ გახდა მაინც და მაინც აქციის ძალის მიერი მეთოდით დაშლა აუცილებელი, გახარია პასუხობს:

„გადაკეტილი ქუჩები, ცეცხლი და აღმართული ბარიკადები ჩვენს მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის, ასევე აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიტიკური პროცესი მეგობრებო, პარლამენტში, მედიაში საარჩევნო ურნასთან უნდა მიდიოდეს. ან გამოხატვა კანონის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ეს არის და ეს. გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში ყველას აქვს. არავინ არსად სხდომის ჩასატარებლად არ წავა, როდესაც პარლამენტი არსებობს. როდესაც  სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირება და ბარიკადების აღმართვა ხდება,  პოლიცია კანონის მიხედვით იმოქმედებს“, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^