Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება - ვაჟა გაფრინდაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში

19 ნოემბერი, 2019 14:29

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 19 ნოემბერს, მორიგი განცხადება გაავრცელა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს, საქართველო მოქალაქე, თბილისის მკვიდრი, ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე სოფელ საკორინთლოში და უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი”.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს“ სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებას უკავშირებს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ეს

„ინფორმაცია არის ტყუილი!
2008 წლის ომის დროს იმყოფებოდა ღუდუშაურის საავადმყოფოში და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს".

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 15 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ივლისი
29 ივლისი

„ლიტერას“ ჟიურიმ მუშაობა დაიწყო

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დებულების თანახმად, საკონკურსო წიგნებს ხუთ წევრიანი ჟიური შეაფასებს, - ამის შე ...
28 ივლისი
28 ივლისი

ლივერპულის შემდეგ, იუნესკო სტოუნჰენჯის გ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke: #000000} span.s1 {f ...
27 ივლისი
27 ივლისი

ენტონი ბურდენის შესახებ გადაღებული ფილმი ...

16 ივლისს ამერიკულ კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი „Roadrunner: A Film About Anthony Bourdain“ („მორბე ...
^