Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი უმრავლესობიდან წამოსულ დეპუტატებთან ერთად ფრაქციის შექმნას გეგმავს

20 ნოემბერი, 2019 12:35

უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას, ადასტურებს, რომ ის სხვა  დეპუტატებთან ერთად პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს. თუმცა გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.  

„პარტიის შექმნაზე არც ვფიქრობ და არც ვაპირებ. ეს ასეთი ადვილი არ არის. ამას ძალინ ბევრი რესურსები და ცხოვრების ჩადება სჭირდება. ვაპირებთ, რომ ეს ვადა სანამ ამოიწურება ჩვენს საქმიანობას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდეს, ამისთვის კი ფრაქციის შექმნაა საჭირო.  ამიტომაც  ფრაქციის შექმნაზე ვმუშაობთ. ახლა გვარების დასახელება  არაა საჭირო, ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზე ვართ. ამიტომ მემგონი ფრაქციის შექმნა არ გაჭირდება, თუმცა დანარჩენს სიტუაცია გვიჩვენებს. ჩვენი გულწრფელი პოზიცია ყოველთვის გამოხატული იქნება. მთავრობის და ბიუჯეტის დამტკიცება „ოცნების“ ექსკლუზიური უფლებაა. ჩვენ აღარ ვართ უმრავლესობის წევრები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა პროპროციული არჩევნების პროექტის ჩაგდების შემდეგ, 14 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვა.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^