Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალური ხასიათის იძულებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

20 ნოემბერი, 2019 13:26

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლო  პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების  ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით,   მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. 

სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება)  წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^