Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციას ბოქლომი დაადეს

21 ნოემბერი, 2019 11:39

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები ბოქლომის დადებას მთავარ შესასვლელზე ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. მცირე შელაპარაკება პოლიციასთან გიგი უგულუვას მოუვიდა, რომელიც მათგან იმ კანონის განმარტვას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც კანცელარიის კარზე ბოქლომის დადებას უკრძალავდნენ. საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ, მათ ბოქლომის დასადებად სხვა ალტერნატიული კარი შესთავაზა, „ბოქლომი დაადონ შენობის გვერდზე, ფორმალურად, სადაც კარები არ არის".

საბოლოოდ, დემონსტრანტებმა ბოქლომი კანცელარიის ერთ-ერთ გვერდითა ჭიშკარს დაადეს.

საპროტესტო აქცია კანცელარიასთან მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.

დღესვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ჯგუფები საპროტესტო აქციას პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის სახლთან 14:00 საათზე გამართავენ.

პროტესტის პარალელურად, 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. საპროტესტო აქციის ფონზე, მოსამართლემ გადაწყვეტილება 25 აქტივისტთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^