Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხარს მაჟორიტარულ სისტემას ვუჭერ, ის ხალხს სჭირდება - წულუკიანი

21 ნოემბერი, 2019 12:10

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კარგია, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა. მინისტრი ამბობს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხალხს სჭირდება და თავადაც როგორც ყოფილი მაჟორიტარი, შერეულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს.

„ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობების პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მე, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი. მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს და ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს.

ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა,  ეს არის გარანტია იმის, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად მივიღებთ იმ მმართველ ძალას, რომელსაც აირჩევს  ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^