Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ ათ დემონსტრანტს პატიმრობა შეუფარდა

21 ნოემბერი, 2019 12:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით 37 დაკავებულიდან 12 - სამართალდამრღვევად ცნო და მათ მიმართ სხვადასხვა სიმძიმის სანქციები გამოიყენა.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ათ დემონსტრანტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მათგან: ირაკლი ნადირაძეს - 13 დღით; ბექა ბასილაიას - 13 დღით; გიგა მაქარაშვილს- 12 დღით; ელგუჯა ბაგრატიონს - 12 დღით; ზუკა ბერძენიშვილს- 7 დღით;  ლუკა ჭიჭინაძესა და  გიორგი ბუნტურს 5-5 დღით; დავით მჟავანაძესა და ირაკლი კაჭარავას  4- 4 დღით; დიმიტრი ბიძინაშვილს - 3 დღით პატიმრობა მიესაჯათ. მოსამართლემ გურამ მჭედლიშვილი 1000 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა, ხოლო პაატა სოსანაშვილს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა აკმარა.

სასამართლო დანარჩენი დაკავებულების საქმეების განხილვას ინდივიდუალურად აპირებს. თუ როდის გაიმართება პროცესი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^