Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია - წულუკიანი 18 ნოემბრის აქციის დაშლაზე

21 ნოემბერი, 2019 12:28

„პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით, თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, რომ არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, მთელ შსს-ს მადლობა გადაუხადა „მაღალი კლასის ოპერაციისთვის".

„ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც იუსტიციის მინისტრმა და როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, მთელ შსს-ს და მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია“, - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^