Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერვატიული შეხედულების დეპუტატებს ეძებს

21 ნოემბერი, 2019 16:15

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობის დატოვების შემდეგ, საზოგადოებას მისი უახლოესი გეგმები გააცნო. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აპირებს ახალი ფრაქციის შექმნას, რომელში გაწევრიანების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მინიმალურ სტანდარტებს: „არ უჭერდნენ მხარს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას; არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები“.

როგორც ძიძიგური აცხადებს, ახალი ფრაქციის შესაქმნელად მის ორ თანამოაზრესთან ერთად სჭირდება კონსერვატიული შეხედულების კიდევ სამი ადამიანის მოძიება.

„ჩემთვის ღირებულებითი თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ფრაქციის შესაქმნელად. თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ ისინი მუშაობენ ფრაქციის შესაქმნელად. მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამ საქმეში. მე ვამბობ, თუ შეიქმნება ფრაქცია, პირობითად ვამბობ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ კონსერვატიული ფრაქციაც ჩამოყალიბდეს პარლამენტში. ეს არის პოლიტიკური მნიშვნელოვანი ბერკეტი. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობიდან წავედით, პოლიტიკიდან არ წავსულვართ და არც წასვლას ვაპირებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები რომლებთან ერთადაც შევქმნით ფრაქციას, იყვნენ ჩვენივე პოზიციის მქონენი. მაგალითად, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას; არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები; იყვნენ ოჯახის  და იმ ღირებულებების დამნახავები, როგორც დღეს ჩვენი კონსერვატიული პარტიის ღირებულებებში აისახება. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ფილტრი“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგური უმრავლესობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება შეადარა ბოთლიდან ჯინის ამოშვებას, რომლის უკან ჩაბრუნება აღარ გამოვა. მისი შეფასებით ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის განმავლობაში „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით. ის, რაც მოხდა, ქვეყნისთვის, მმართველი პარტიისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^