Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეგიონებში „ბოქლომის დადების" აქციები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

22 ნოემბერი, 2019 12:30

გუშინ დედაქალაქში დაწყებულმა, ადმინისტრაციულ შენობებზე და სამაჟორიტარო ბიუროებზე „ბოქლომის დადების“ აქციებმა, უკვე რეგიონები მოიცვა.

დილიდან ხმაური იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მთავარ შესასვლელ კარს ბოქლომი დაამაგრეს . „მონებო!“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატების მისამართით. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ბოქლომი მალევე მოხსნეს.

შენობაში იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები „სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები არიან“.

ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის დაპირისპირებები მოხდა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროებთან. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუროს შესასვლელ კარზე ბოქლომის დადებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ მისცეს.

პარალელურად კი მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. „ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ“, - უთხრეს აქტივისტებმა უმრავლესობის წევრს.

ისინი დეპუტატს შეკითხვით მიმართავდნენ, რა გაუკეთებია მას, როგორც მაჟორიტარს და რატომ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი, როდესაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წელს დაპირდა.

კასპში, ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ბიუროა განთავსებული, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შენობის კარზე ბოქლომის დადებას შეეცადნენ, თუმცა, მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები გაიმართა ხაშურსა და ქარელშიც, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების - სიმონ ნოზაძისა და გიორგი თოთლაძის ბიუროებთან.

ხმაური იყო რუსთავშიც, მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროსთან. ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები შესასვლელ კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ოფისთან შეკრებილმა მხეიძის მხარდამჭერებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

ბოქლომი დაადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პოლიცია დახვდათ, რის გამოც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერ მოხდება. „ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, არჩევანს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების. ეს ცდება, მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^