Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც „ნაციონალების“ მმართველობის ხანა არ ახსოვთ - ვოლსკი

22 ნოემბერი, 2019 17:28

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მიმოხილვა გააკეთა და ისაუბრა, წლების განმავლობაში როგორ ხდებოდა კონსტიტუციაში „ნაციონალების“ ხელისუფლების პერიოდში პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირება მაჟორიტარების სასარგებლოდ. მან საზოგადოებას მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც შეახსენა, რომელიც სააკაშვილმა, 2010 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ყველა საკითხზე მმართველ და ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკებები შესაძლებელია. საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა. ეს სიტყვები არ ეკუთვნის ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას არ დაუჭირეს. ეს 2010 წლის 11 ნოემბერს, მიხელ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა,  სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ. თავი ვალდებულად მივიჩნიეთ, ისტორია შევახსენოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც „ნაციონალების“ მმართველობის ხანა არ ახსოვთ. შესაძლოა არ ჰქონდეთ ინფორმაცია, მათი რეალური დამოკიდებულების შესახებ ამ სისტემის მიმართ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, 2003 წლის  2 ნოემბერს საქართველოში  რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ 235 დეპუტატის ნაცვლად, ქვეყანას 150 დეპუტატი უნდა ჰყოლოდა. კონსტიტუციაში 2005 წლის  23 თებერვალს, უკვე „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში, სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, სადაც 100 პროპორციულია, ხოლო 50 მაჟორიტარი.  

ვოლსკი ამბობს, რომ 2008 წლის 12 მარტს, იგივე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა მნიშვნელოვნად 25%-ით შეამცირა, მაჟორიტარების სასარგებლოდ.

„ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალები“ არა თუ მხარს უჭერდნენ, არამედ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, ამ იდეას ებრძოდნენ. მანიპულაციები ამით არ დასრულებულა. 2011 წლის  27 ივნისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემორანდუმი გააფორმა თავის სატელიტ  პარტიებთან „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობასთან“, „პარტია ჩვენ თვითონ“, რომელთა შემადგენლობის დიდი  ნაწილი, „ნაციონალების“ მიერ მოწყობილი აქციების ავანგარდშია.

ამ მემორანდუმის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატების რაოდენობა, 180-მდე უნდა გაზრდილიყო  და ეს 40 მაჟორიტარის დამატების ხარჯზე უნდა მომხდარიყო. გავიხსენოთ ისიც, რომ ეს მოძალადე ხელისუფლება „ოცნებამ“ შერეული სისტემის მეშვეობით დაამარცხა. პროპორცულ სისტემაზე გადასვლა მხოლოდ „ოცნებამ“ დააყენა დღის წესრიგში და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებებიც შეიტანა. დღეს ქუჩაში მყოფ ოპოზიციას ბოიკოტი  რომ არ გამოეცხადებინა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე  2020 წლიდან გადასვლის საკითხი უკვე ასახული იქნებოდა.  

ჩვენი დეპუტატების მიერ დაისვა კითხვა, შესაძლებელია კი ასეთ პარტიებთან ერთად კოალიციური მთავრობის შექმნის  პასუხისმგებლობის აღება და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა,  რომელთა მთავარი დღის წესრიგი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არა ერთგზის გაცხადებული რევოლუციური სცენარის განვითარებაა. დღევანდელი მოვლენების ამის ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^