Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს არ არის ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალის ვიდეო - პროკურატურა

27 ნოემბერი, 2019 16:03

გენერალური პროკურატურა უარყოფს „მთავარი არხის“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არხის მიერ გასაჯაროებული ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ასახულია, გვარამიას ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის მანქანით გადაადგილების ფაქტი, მოპოვებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ადასტურებს, რომ ძვირადღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე, რეალურად ნიკა გვარამიას ოჯახი სარგებლობდა.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას ვიდეოთვალთვალის განხორციელების საჭიროება არ გააჩნდა. ავტომანქანაზე ინფორმაციის მოპოვებას გამოკითხვითაც შეძლებდნენ: "ამ მასალას არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა არის მტკიცებულება იმის, რომ ხორციელდებოდა თვალთვალი, მათ შორის ოჯახის წევრებზე" - აცხადებს ადვოკატი.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი - ,,Porche Macan S” და კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაუშვებდა მათი ბრენდის სარეკლამო რგოლებს. მათ შორის შედგა შეთანხმება - რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების გაშვების სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ავტომობილი, თუმცა აღნიშნული სქემის შენიღბვის მიზნით ავტომობილი გააფორმა შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი აქვს წარდგენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“ - აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^