Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი აქციას განარიდა

28 ნოემბერი, 2019 12:05

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ სამი პირი დააკავა. სამართალდამცავებთან დაპირისპირება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან განთავსებულ რკინის კონსტრუქციებზე დემონსტრანტები წარწერების გაკეთებას შეეცადნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, პირები, რომლებიც აპირებდნენ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, პოლიციამ ადგილს განარიდა.

ადგილზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები, პოლიციის მიმართ სკანდირებდნენ: „მონებო!“ დემონსტრანტებმა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ამერიკული დოლარის კუპიურებიც გამოფინეს​.

დღეს დილიდან პოლიციამ რკინის კონსტრუქციებით გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე ინგოროყვას ქუჩის ნაწილიც.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ივლისი
29 ივლისი

„ლიტერას“ ჟიურიმ მუშაობა დაიწყო

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დებულების თანახმად, საკონკურსო წიგნებს ხუთ წევრიანი ჟიური შეაფასებს, - ამის შე ...
28 ივლისი
28 ივლისი

ლივერპულის შემდეგ, იუნესკო სტოუნჰენჯის გ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke: #000000} span.s1 {f ...
27 ივლისი
27 ივლისი

ენტონი ბურდენის შესახებ გადაღებული ფილმი ...

16 ივლისს ამერიკულ კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი „Roadrunner: A Film About Anthony Bourdain“ („მორბე ...
^