Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პიკეტირებისთვის მისულ დემონსტრანტებს დეპუტატები პარლამენტში დაუხვდნენ

29 ნოემბერი, 2019 13:34

ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტები  პარლამენტის პიკეტირებისთვის ადგილზე 10:00 საათისთვის შეიკრიბნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან რკინის ჯებირები აღარ დახვდათ. როგორც დემონსტრანტებმა გაარკვიეს, „ქართული ოცნების“ წევრები უკვე პარლამენტში იმყოფებოდნენ. უმრავლესობის სხდომა 9:00 საათზე ყოფილა ჩანიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრის ზაალ უდუმაშვილის  განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დილის  ხუთ საათზე გააღვიძეს და როგორც ცხვრები ისე შერეკეს პარლამენტში. „თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე. ხან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის ხუთ საათზე გააღვიძონ დეპუტატები. არაუშავს, ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესიაზე, ისევ ღამეს გავათენებთ და ისევ დავდგებით აქ და როგორ შევლენ, ვნახოთ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები. იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ, უმრავლესობის დეპუტატებისთვის შექმნილი დისკომფორტის ერთ-ერთ გამოვლინებად დაასახელა მათი დილით ადრე მისვლა პარლამენტში. „თქვენ ვერ წარმოიდგენთ დილის ექვს საათზე გაღვიძება როგორი დისკომფორტია მაგალითად ბატონი ბოლქვაძისთვის. არა, ბოლქვაძე შეიძლება არასწორი მაგალითია. მეზურნიშვილისთვის. პირობითად ვიძახი, ერთი სახეა ჩემთვის ყველა ეგ კლოუნი. ვოლსკისთვისაც. არ უყვარს მაგას ადრე გაღვიძება“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^