Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ - ევროკავშირის ელჩი

29 ნოემბერი, 2019 14:45

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა, რომ უკვე დროა მხარეებმა ერთმანეთზე ნაკლებად ისაუბრონ და ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ.  მისი თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ ხვალ დიალოგი გაიმართება.

„დეტალებს ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, დღის წესრიგში ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება. ამასთანავე, სავარაუდოდ,  ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება. სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებებს, გამოხატონ სიტყვის თავისუფლება. ქუჩის აქციებთან დაკავშირებით, ისევ ჩვენს აზრზე ვრჩებით. აზრის გამოხატულება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა  ელჩმა.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^